დღეს საქართველოს პირველად ეწვევა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი. ხავიერ კოლომინამ ჯეიმს აპატურაი ერთი თვის წინ ჩაანაცვლა.
ოფიციალური ვიზიტისას ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან მისვლასაც გეგმავს.