ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ვიზიტს აჯამებს. ლოიდ ოსტინი საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს შეხვედრებისთვის მადლობას უხდის და ამის შესახებ twitter-ზე წერს.
პენტაგონის ხელმძღვანელის განმარტებით, მან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცე.