16 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
კვლევები ადასტურებს, რომ გახარიას პარტიის 2/3 აპირებს, მეორე ტურში მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ აქვთ კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ ექსპრემიერ გახარიას პარტიის ამომრჩეველთა 2/3 "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. 

მისივე თქმით, ამომრჩევლები, რომელთაც ხმა მისცეს პარტიას "საქართველოსთვის", "ქართული ოცნების" ყოფილი ამომრჩევლები არიან. 

"გახარია საერთოდ აღარ არის აქტუალური პირველი ტურის შემდეგ. რაც შეეხება ამომრჩევლებს - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, პირველ ტურში მხარი დაუჭირა ამ პარტიას, აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს, ასეთია, დაახლოებით, ორი მესამედი ამ ამომრჩევლების. ესენი არიან ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია მათი ხმები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს კანდიდატებს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები