16 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ნიკა მელიამ იცის, რომ წაგებული აქვს არჩევნების მეორე ტური, ცდილობს თბილისელები მოატყუოს - ირაკლი კობახიძე ენმ-ს თავმჯდომარის საარჩევნო დაპირებებზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დედაქალაქში დამონტაჟებულ ბანერებს ეხმაურება, რომელზეც ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიაა გამოსახული წარწერით "უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში".

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიამ იცის, რომ არჩევნების მეორე ტურს აგებს და აღნიშნულს სასოწარკვეთილ ნაბიჯად აფასებს. მისივე თქმით, ნიკა მელია ამ ფორმით ცდილობს ხალხი მოატყუოს.

"მან იცის რეიტინგები, იცის, რომ წაგებული აქვს რეალურად არჩევნების მეორე ტური და ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ცდილობს, რომ ხალხი მოატყუოს, თბილისელები მოატყუოს.

სრული აბსურდია, რაც წერია ბანერებზე. მათ შორის იგივე პენსიებს რაც შეეხება, ერთია, რომ კანონით მას ამის უფლება არ აქვს და მეორე, რომ ამას სჭირდება 240 მილიონი ლარი.

იგივე ეხება სკოლებსაც, მას არა აქვს კანონით ამის გაკეთების უფლება, ამას სჭირდება დამატებით 100 მილიონზე მეტი ლარი და ა.შ.

რას აკლებს ამას, ჯანდაცვას აკლებს ამას თუ სხვა მიმართულებებს, ეს არის საკითხავი, რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი და სასოწარკვეთილი ნაბიჯი გამომდინარე იქიდან, რომ მელია აგებს თბილისში არჩევნებს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები