"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მმართველმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში სრულად გაიმარჯვოს, რადგან მისი თქმით, ენმ შეეცდება თუნდაც 1 მუნიციპალიტეტში გამარჯვების შემთხვევაში "რევკომი" შექმნას.
კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობა" ბოლშევიკებს შეადარა.
"ნაცმოძრაობის" იდეური წინაპრები, ბოლშევიკები ქმნიდნენ თავის დროზე რევკომებს და ასეთი პატარა "რევკომის" შექმნას შეეცდებიან ისინი, ყველა იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც თეორიულად შეიძლება მოიგონ. აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვიგოთ 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნები და არ მივცეთ "ნაცმოძრაობას" იმის შექმნის საშუალება, რომ რაღაცა "რევკომები" შექმნას. "ნაცმოძრაობა" არის თანამდროვე ბოლშევიკური პარტია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.