მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების განცხადებებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წერილს ხელს რეალურად 1 ევროპარლამენტარი აწერს, თუმცა მისი თქმით, ესეც პრობლემაა:
"დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ 1 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, თუმცა ესეც პრობლემაა. რაც შეეხება 70 ხელმოწერას, მათ შორის შედიან ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია და ა.შ. ისინი თუ ევროპარლამენტარები არიან არ ვიცი. ვინც ასეთ წერილს ხელს აწერს, ის ხდება გარკვეულწილად იმ დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს ქართული სახელმწიფოს წინაშე. მე ყველას მოვუწოდებ ევროპული ღირებულებების შესაბამისად იმოქმედონ. მიხეილ სააკაშვილს კი, ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.