საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროტესტის უკიდურესი ფორმა გაუგებარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისთვის.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს "კონკრეტული მოთხოვნაც არ აქვს".
"სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ საერთოდ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიაში. მე მახსოვს 35 წლიანი ისტორია საქართველოსი შიმშილობების, არცერთი შიმშილობა არ მახსოვს მოთხოვნის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებს მიხეილ სააკაშვილი, ვერც მისი რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, რადგან მათ ჩვენზე კარგად იციან, თუ რა მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში,"- აცხადებს კობახიძე.
ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე განცხადება გააკეთა პრემიერმაც, მან მე-3 პრეზიდენტს "სიმულიანტი" უწოდა.