16 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
ჩვეულებრივი სიმულიანტი და პროფესიონალი აფერისტია, ვითომ შიმშილობს და უნდა, ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე - პრემიერი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" გუნდი პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე კომენტარს აღარ გააკეთებს. 

პრემიერმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ სააკაშვილი რეალურად შიმშილობს და "სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი" უწოდა. 

"მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ გარდა იმ აქტუალური საკითხებისა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი ყოველდღე. აღარ მინდა ეპითეტებით შევამკო, ერთი რამ მინდა ვთქვა - არჩევნების შემდეგ მე და ჩემი გუნდის წევრები აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს და მის შოუს - გვინდა მოსახლეობას შევახსენოთ რეალობა, მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. ის არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს, მინიმუმ, 6 წელი. 

სააკაშვილის მოწოდებებს რაც შეეხება, ის მასკარადი, არის შეურაცხმყოფელი ქმედება მისი მხრიდან, რომ ცდილობს, საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს მათ. ეს არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ, უნდა, რომ ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტასა თუ შიმშილობაზე, ეს არის სამარცხვინო სიტუაცია.

დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, რომ არავის, ამ ქვეყანაში, პროვოკაციის მოწყობის საშუალებას რა მივცემთ, მან და მისმა გუნდმა ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. ჩვენ ამის უფლებას მეორედ არავის არ მივცემთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები