16 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
აღარ მაინტერესებს აღარც მოღალატე, აღარც პატიმრები, აღარავინ მაინტერესებს, გარდა ჩვენი ხალხისა და ჩვენი საქმისა - პრემიერი

"ქართული ოცნების" ლიდერები ხელვაჩაურსა და ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც მე-2 ტური იმართება. პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ჩვენი მთავარი მოწოდება არის, რომ რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ მშვიდად, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. სამაგალითო და სანიმუშო, ისეთი როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ არც ერთი საბაბი რაიმე პროვოკაციის მოწყობის. ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს და ჩვენმა მოსახლეობამ დაისვენოს ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მომდინარეობს მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან.

მე როგორც პრემიერ მინისტრი, მე ვარ ყველას პრემიერ მინისტრი და მე არ ვარ მხოლოდ "ქართლი ოცნების" პრემიერ მინისტრი. ბუნებრივია, საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვიწევს უფრო მეტი კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ველაპარაკებით მთელს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. ამიტომ, მეტი აქტიური კომუნიკაციაა საჭირო, მეტი საუბარია მათთან საჭირო იმისთვის, რომ მთელი ერი გავაერთიანოთ და რეალურად გადავიდეთ საქმის კეთებაზე. სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაოს შექმნაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე. აღარ მაინტერესებს აღარც მოღალატე, აღარც პატიმრები, აღარავინ მაინტერესებს, გარდა ჩვენი ხალხისა და ჩვენი საქმისა," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები