16 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
12 დღე მე-2 ტურამდე - პრემიერი ამომრჩეველს მობილიზებისკენ და არჩევანის პროგრესსა და ძალადობას შორის გაკეთებისკენ მოუწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მე-2 ტურებში მოსახლეობა მისი თქმით, პროგრესსა და ძალადობას შორის არჩევანს მარტივად გააკეთებს. პრემიერმა დღეს აჭარასა და გურიაში მომხრეებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა.

პრემიერთან ერთად აჭარასა და გურიაში დღეს პარტიის თავმჯდომარე და სხვა ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, 30 ოქტომბერს ჩანიშნული მე-2 ტურები "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური კრახის გარანტი უნდა გახდეს. კობახიძემ ოპოზიციური პარტია ბოლშევიკებსაც შეადარა და განმარტა, რომ რომელიმე ოლქში მათი წარმატება ადგილზე მუდმივი დესტაბილიზაციის წინაპირობა იქნება.

30 ოქტომბერს ბათუმსა და ხელვაჩაურში დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებენ თავად მერობის კანდიდატები. პოლიტიკოსები მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ რეგიონის რეალური განვითარება ოცნების ხელისუფლების პრიორიტეტია.

მმართველი გუნდი არჩევნებში წარმატებას აანონსებს გურიაშიც. ოზურგეთში, სადაც ოცნებას საკრებულოს უმრავლესობა უკვე აქვს, პარტიის ლიდერებმა მე-2 ტურის წინ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. 

აჭარა-გურიის საარჩევნო შეხვედრების დროს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური სიტუაციაც შეაფასა. ღარიბაშვილის თქმით, მისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბრად მნიშვნელოვანია და ოპონენტების მიერ დამკვიდრებულ კლიშეებს მალე დაამსხვრევს. 

"ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების მე-2 ტურები 20 ოლქში, ზუსტად 12 დღეში გაიმართება. 

დღის ამბები