16 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ჩვეულებრივი თეატრია, ილუზიებში არიან მელია და სხვები - ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოვან კაბინეტზე 

პრემიერ-მინისტრი ნიკა მელიას მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი, რაც მათ ოპონენტებს 30 ოქტომბერს აქვთ გარანტირებული, წაგებაა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ილუზიაა ის, რაზეც ოპოზიციის ნაწილი და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საუბრობენ.

"ეს მახსენებს საზარელ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკულ დღეებს, როდესაც უბედური ტრაგიკული დღეები გვქონდა აგვისტოს ომის დროს და რუსთაველზე ჩვენი საცოდავი ხალხი გამოიყვანეს, „მიშა, მიშა“ აძახებინეს და კონცერტი გამართეს. ეს ხალხია "ნაცმოძრაობა“. ნუთუ დაგავიწყდათ, ვის ხელში ვიყავით, როგორი დიქტატორული რეჟიმი სუფევდა ქვეყანაში?! ამ ადამიანებისგან რომელ ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი - ეს არასერიოზულობაა. მელიას გარანტირებული წაგება აქვს, კრიმინალია, სამარცხვინოა, რომ ასეთი კრიმინალები დღეს კიდევ რჩებიან პოლიტიკაში, ჩვეულებრივი თეატრია, თავის თავს აჯერებენ, ისევე, როგორც სააკაშვილმა თავის თავს დააჯერა, რომ აქ ჩამოვიდა და მოსახლეობა ტაშით დახვდებოდა. ჰქონდა ილუზიები, რომ არ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც აღმოჩნდა. ასეთ ილუზიებში არიან მელია და სხვები,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

ამავე თემაზე მცირე შეფასება გააკეთა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

"ოპოზიცია ხვდება სად არის მისი ადგილი, მისი ადგილი არის ქართული პოლიტიკის ჩრდილში და აქედან გამომდინარე საუბრობენ ჩრდილოვან კაბინეტებზე. სხვა ახსნა ამას არ აქვს," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები