16 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ნიკა მელიას განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება - ენმ-მ ოპოზიციასთან ერთად ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე წუთის წინ ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. ნიკა მელიას საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ამ წუთებში ექსპო ჯორჯიაში მიმდინარეობს.

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე იქნებიან. დასახელებული არიან სხვა პირებიც, რომლებიც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მერიაში პოსტებს გადაინაწილებენ.

თბილისის მერობის ოპოზიციის კანდიდატი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.

"გამარჯვების შემდეგ მე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ. ოპოზიციურმა სპექტრმა მოახერხა და გაერთიანდა ახლა, წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ თბილისი," - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

დღის ამბები