16 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ტექნიკური პროცედურებისთვის აღმოჩნდა გზის ნაპირას მდებარე ოთახში, სწორედ იქედან მიესალმა ხალხს - დიმიტრი საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს უკვე მეორედ იმყოფებოდა. მან ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ადგილი, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხიდან გამოჩნდა, მისი საკანი არ ყოფილა, მას ტექნიკურ პროცედურებს უტარებდნენ, რა დროსაც ხმა გაიგო და ფანჯრიდან გადმოიხედა. 

"მიხეილ სააკაშვილი ტექნიკური პროცედურებისთვის აღმოჩნდა გზის ნაპირას მდებარე ოთახში, სადაც მან გაიგო, რომ გარეთ მიმდინარეობდა აქცია და შესაბამისად, ვერაფერმა ვერ დააბრკოლა მისი სურვილი, რომ ამ ხალხთან ვიზუალური კომუნიკაცია დაემყარებინა. 

რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში მის გადაყვანას, რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან. ეს ბუნებრივია ფიზიკურად არ გამოვა, რადგან ეს არის სახელმწიფოს მიერ უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილთან შესული იყო ასევე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თემურ ჯანაშია, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გზავნილი არის ის, რომ უყვარს მთელი საქართველო და ქართველი ხალხი. 

გისოსებს მიღმა მიხეილ სააკაშვილი მედიამ დღეს პირველად დააფიქსირა - მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს მიესალმა. მან საპატიმროს წინ შეკრებილ "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოკლე რეპლიკით მიმართა.

დღის ამბები