16 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა და რაც მთავარია, იცავს სიკვდილისგან, ეს ხომ დადასტურდა, მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ" - პრემიერი

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მიმართა, ნუ დაუჯერებენ ყალბ ინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან.

ინფიცირებულთა ზრდის შესაჩერებლად პრემიერის თქმით, ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

"ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ყველანი აცრილები ვართ და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა. მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ, ნუ დავუჯერებთ ყალბ, ცრუ ინფორმაციას.

ვაქცინების რაოდენობა შემოტანილია, გვაქვს ყველანაირი ვაქცინა, 1 ოქტომბერს შემოვიტანეთ დამატებით მილიონი Sinopharm, ესეც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული მაღალი ხარისხის ვაქცინა. გვაქვს Pfizer, დამატებით ნახევარ მილიონს ველოდებით ახლა. ასე, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ არის და გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მშობლებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს.

რაც შეეხება კოვიდვითარებას, ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ბოლო პერიოდში მომატებული არის ინფიცირებულთა რაოდენობა, აქ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები