16 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ბიუჯეტის ქურდი, კორუმპირებული კაცი, გიგი უგულავა, რომელმაც გაბედა და ჩამოვიდა ფოთში, დამარცხდება სამარცხვინოდ - ირაკლი ღარიბაშვილი

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 1 კვირა რჩება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრები დაასრულეს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებში იყვნენ, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

სამეგრელოში ბოლო შეხვედრა, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ფოთში გამართეს.

"ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი, მათ შორის ტურისტული პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად, მათ შორის მალთაყვის თაობაზეც გვქონდა განხილვები და გვაქვს მზაობაც. დღეს ვინ უპირისპირდება ახალგაზრდა, პერსპექტიულ, პროგრესულ კაცს, ბექა ვაჭარაძეს და "ქართულ ოცნებას" - ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, კორუმპირებული კაცი, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, როგორი არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი, ამის სახეა გიგი უგულავა, ბიუჯეტის ქურდი, კორუმპირებული კაცი, რომელმაც გაბედა და ჩამოვიდა ფოთში. დავსვი შეკითხვა და მინდა კიდევ გავიმეორო, რისთვის ჩამოვიდა? ისევ მოსაპარად, დასანგრევად.

მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, აწამეს და გააუბედურეს ხალხი, დაჩაგრეს ჩვენი მოსახლეობა, ამის უფლებას მეორედ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, არ მივცემთ ამ ადამიანებს, გაიგონ და ერთხელ და სამუდამოდ, გაიაზრონ, უნდა დატოვონ პოლიტიკა, იმიტომ, რომ მათი ადგილი არ არის მომავლის საქართველოში, მომავლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მათ სრული უფლება აქვთ, სხვა ნებისმიერი საქმე აკეთონ, მაგრამ პოლიტიკის გარდა, ვინაიდან მათ ძალიან დიდი ზიანი მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.

დარწმუნებული ვარ, ფოთის მოსახლეობა, აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, ეს არჩევნები სრულად მშვიდად დაასრულოს, ბექას გამარჯვებით, იმიტომ, რომ სხვა რეალური ალტერნატივა, პერსპექტივა არ აქვს დღეს ქვეყანას, გარდა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს ყველა მუნიციპალიტეტში. ეს ასეც იქნება და უგულავა დამარცხდება სამარცხვინოდ, ისე, როგორც უკვე დამარცხდა 8-ჯერ მისი მჩაგვრელი პარტია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები