საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ათენში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. კახა კუჭავა დღეს ევროპელ კოლეგებსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
ევროსაბჭოს პარლამენტის სპიკერების კონფერენციის დასკვნით დღეს საქართველოს მიმართ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება, მათ შორის ქვეყნის მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა მათი მხრიდან ის მხარდამჭერი განცხადებები, რომელსაც ჩვენ სხვა დროსაც ვისმენთ, თუმცა კონკრეტიკაზე გადასვლით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ხვალ მათივე გვერდში დგომით, რომ ჩვენ შევძლოთ უფრო მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრი, შევასრულოთ ის ვალდებულებები, რომელიც გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ევროპამაც იამაყოს იმ თანამშრომლობით, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ მომავალი წლების განმავლობაში.
აქვთ მოლოდინი, რა უნდა იყოს ხვალ ის დამატებითი ბენეფიტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნები მიიღებენ ამ პარტნიორობისგან, მათთვის მნიშვნელოვანია მოისმინონ ის გზავნილები, რომ საქართველო, მოლდოვა, უკრაინა უკვე ტრიოს ფორმატში განსაკუთრებულად ამბიციურად წარდგებიან ბრიუსელის წინაშე," - აცხადებს კახა კუჭავა.