16 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
"ქუთაისელები არ მისცემენ ხმას მოძალადე მკვლელებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდება.

"ქუთაისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა - ეს ერთი, მეორე - მეორე ტურები სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო, ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, მეორე ტურებში ვინ არის ჩვენი ოპონენტი - მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ ყველას დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისში. იცოდნენ, რომ ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე მკვლელებს და მჩაგვრელებს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები