16 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"მდგომარეობა ყოველ წუთს შეიძლება დამძიმდეს"- რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობს. მისი პირადი ექიმი ირწმუნება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დამძიმდეს და ამ შემთხვევაში მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა იქნება საჭირო.

ჯერჯერობით, სააკაშვილს დასჭირდა მედიკამენტების მიღება და გადასხმა, რომელიც გუშინ გაუკეთეს. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელების მდგომარეობის მონიტორინგში, პირადი ექიმის გარდა, ექიმების ჯგუფია ჩართული.

"ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებელია. გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა, ასე რომ, ჯერ პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ყოველ წუთს დამძიმდეს. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ თუ საჭირო გახდა, სააკაშვილი გადაყვანილ იქნას მრავალპროფილურ, მარალი კლასის საავადმყოფოში,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

დღის ამბები