16 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები - ირაკლი ღარიბაშვილი

გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება და შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაია გვექნება იმ სემთხვევაში, თუ გაიმარჯვებდა ოპოზიციონერი კანდიდატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განსაზღვრული დაფინანსება ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, თუმცა დამატებითი ბერკეტები მთავრობის ხელშია.

დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები. უამრავი პროექტის დაფინნსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. ბიუჯეტის გაზრდაზე როცა ვსაუბრობთ, გუშინ მე დავაანონსე, რომ ქუთაისს და დიდ ქალაქებს მინდა, რომ გავუზარდო. გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება. შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაია გვექნება იმ სემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიციონერი კანდიდატი,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები