"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტი შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი.
"არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატიურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ტერიტორიების 20% ჩააბარა რუსეთს ფედერაციას. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების ძალიან მცირე ჩამონათვალი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში, ოპონენტების მხრიდან სპეკულაციების მომატებას ელოდებიან.
"ერთი რომ ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით, ეს სპეკულაციები, რა თქმა უნდა, მოიმატებს შემდეგი 5-6 დღის განმავლობაში, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით, გვაქვს პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ჩვენ ამ რაღაც კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა დაიღალა, ალბათ, 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება, შემდეგ თავიდან ბოლომდე უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან პატიმარი, რომელსაც უმძიმესი, სხვებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.