03 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
შს სამინისტრომ რვა მსაჯი დააკავა

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე  დაკავებულები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები. მათ 4-6 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.  

გამოძიების ინფორმაციით, ისინი მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ, წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებულ;ი ფსონით მოგება მიეღოთ, რაც კომერციული მოსყიდვის ფაქტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება.    

გამოძიება ჯგუფურად  ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფატზე მიმდინარეობს და  დანაშაული 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიების ინფორმაციით ისინი  2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ  მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ,“ - განაცხადა შსს-ს საგანგებო ბრიფინგზე  შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დერექტორმა, გიორგი ქურდაძემ.  

მისი  თქმით,  გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება.

გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.

დაკავებულები არიან:  1977 წელს დაბადებული ოთარ ხ, 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ, 1972 წელს დაბადებული მამუკა უ, 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ, ასევე, პირველი კატეგორიის არბიტრები: 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1984 წელს დაბადებული ზვიად ა, ეროვნული კატეგორიის ასისტენტი – 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და „ფიფა“-ს არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. 

დღის ამბები