23 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" აქვს იდეალური წინაპირობები იმისთვის, რომ გაიმარჯვოს დამაჯერებლად - მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვებისთვის ემზადება.

"ქართულ ოცნებაში"ამბობენ, რომ ოპოზიციის დამარცხებას ალტერნატივა არ აქვს და მიიჩნევენ, რომ
არჩევანს მოქალაქეები ძალადობასა და პროგრესს შორის მარტივად გააკეთებს.

"მე ვიტყოდი, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს იდეალური საშუალებები და წინაპირობები იმისთვის, რომ გაიმარჯვოს დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში, რომელშიც მეორე ტურია დანიშნული. ამის თქმის საფუძველს იძლევა პირველ ტურში მიღებული მხარდაჭერა და ასევე, ის პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელიც არის," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები