არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე ექსპრეზიდენტის დაპატიმრებას ეხმაურება.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას გადაჭარბებული რეაგირება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. უფლებადამცველმა, ასევე გაიხსენა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი და განმარტა, რომ სხვა დანაშაულებთან ერთად მან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა.
"ვის აქვს იმასთან მიახლოებული დანაშაულები ჩადენილი, რაც აქვს სააკაშვილს? ამაზე თუ აქვს "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრს პასუხი?. ისინი სანატორიუმის პირობებს იწუნებენ, რომელიც არის სააკაშვილისთვის შექმნილი ციხეში," - აცხადებს ნანა კაკაბაძე