16 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთი მილიონია.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი. ამორჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525. ამათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს," - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები