საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს არავითარი დღის წესრიგი აღარ აქვს და აბსურდულ მდგომარეობაში არიან.
"ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი დღის წესრიგი არ აქვს. ძალას, რომელიც გამოირჩეოდა მხოლოდ ცრუ დაპირებებით და ათასი სისასტიკით, ცრუ დაპირებასაც კი ვეღარ ბედავენ, იმიტომ, რომ იციან, მათ სიტყვას არავითარი ფასი აღარ აქვს, შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანაა, ქაოსისა და დესტაბილიზაციის შემოტანა. როგორ აბსურდულ მდგომარეობაში არიან წარმოიდგინეთ - წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება იქ, ამის მიუხედავად კი აცხადებენ, რომ არჩევნები მოიგეს, წარმოიდგინეთ როგორი განადგურებულები არიან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.