თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში გამარჯვებისთვის ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ხმებს დაიცავენ და ხელისუფლებას ტყუილის თქმის უფლებას არ მისცემენ.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნებას" ახალი კოალიციური მთავრობა შეცვლის.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პირველ ტურში ოპოზიციამ სერიოზული გამარჯვება 20 მუნიციპალიტეტში მოიპოვა, ხოლო 30 ოქტომბერს ოპოზიციის გამარჯვებით დიდ ნაბიჯს გადადგამენ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად და კოალიციური მმართველობის გადაყვანაზე.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" წევრი სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რომ ოპოზიციის მხრივ არჩევნებისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს, რაც კოორდინაციასა, ადამიანური რესურსების, კომისიის წევრების და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მობილიზება მიმდინარეობს.
"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გრიგოლ გეგელიას თქმით, "ქართული ოცნება" ყველა დიდ ქალაქში მარცხდება, მათ შორის დედაქალაქშიც. მისივე მტკიცებით პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში სულ რამდენიმე დღეში შეიცვლება მაშინ, როდესაც საზოგადოება მმართველ პარტიას უარს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს.