თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მიერ დღეს დაგეგმილ შეკრებას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან. "ქართული ოცნების" მასშტაბური ღონისძიებისთვის თბილისში რეგიონებიდან საავტომობილო კოლონებს ელოდებიან.
ამ ღონისძიებით მმართველი ძალა საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაასრულებს. აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები ხუთი საათისთვის დაიწყება.