16 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
თხოვნა იქნება ყველა მხარდამჭერის მიმართ, არ აყვნენ პროვოკაციებს და მშვიდად გასცენ პასუხი ყველაზე პროვოკაციულ კითხვასაც კი - სოზარ სუბარი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

"დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, თუმცა, ძალიან ვწუხვარ, როდესაც ხშირად, ზოგიერთი ადამიანები და ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები ისე იქცევიან, თითქოს პარტიის აქტივისტები იყვნენ და შეგნებულად ცდილობენ, ადამიანები გამოიწვიონ აგრესიაზე. ჩემი თხოვნა იქნება ყველა ჩვენი მხარდამჭერის მიმართ, რომ არ აყვნენ მსგავს პროვოკაციებს და მშვიდად გასცენ პასუხი ყველაზე პროვოკაციულ კითხვასაც კი, არანაირი აგრესია არ უნდა იყოს ჩვენი მომხრეების მხრიდან, ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და რჩევაც აქციის ყველა მონაწილის მიმართ,"- აცხადებს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები