16 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ასეთი საარჩევნო შეკრების ამოცანა ძალის დემონსტრირებაა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი შეკრებით, საზოგადოებამ დაინახა რეალურად სად არის ხალხის ძალა, ამავდროულად კი, ისივე თქმით, ეს  ფაქტი იყო ძალის დემონსტრირება პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ენმ-ს აქციასთან შედარებით რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო მისული. 

"ნებისმიერი ასეთი საარჩევნო შეკრების ამოცანა არის ძალის დემონსტრირება და დღეს საზოგადოებამ დაინახა რეალურად სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. შედარებებს არ გავაკეთებ, არ არის ეს ალბათ მიზანშეწონილი, თუმცა მე ერთხელ ხატოვნად ვთქვი, რომ დაგვჭირდებოდა იმდენი მძღოლი რამდენიც აქცია ჰყავდათ შეკრებილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალად ნათქვამი. რეალურად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის დაგვჭირდა სერიოზული რესურსი და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე ჩვენი ოპონენტების.

მე ციფრს არ ვიტყვი, მაგრამ რამდენჯერმე მეტი იქნა მობილიზებული ჩვენს შეკრებაზე ჩვენს ოპონენტებთან შედარებით. რამდენჯერმე მეტი რამდენია - ჯერ თავისი დათვალონ და შემდეგ დათვალონ შესაბამისად ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ამ შეკრებაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.  

დღის ამბები