მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ იმ ორგანიზაციის წინასაარჩევნო კვლევა, რომელსაც პირველ ტურში 12%-იანი ცდომილება ჰქონდა, სანდო არაა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კვლევამ ფაქტობრივად დაადასტურა "ქართული ოცნების" გამარჯვება:
"12%-იანი აცდენა ჰქონდა პირველი კვლევის შემთხვევაში და წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში ჰქონდა 9%-იანი აცდენა. ანუ მინიმუმ 9%-იანი აცდენა აქვთ ხოლმე. შეგიძლიათ ჩვენი კანდიდატების მაჩვენებლებს დაუმატოთ 9-9% და დაახლოებით მიიღებთ ჩვენი კანდიდატების ქვედა ზღვარს. "იპსოსმა" რეალურად დაადასტურა, რომ ჩვენი კანდიდატები იგებენ ოცივე მუნიციპალიტეტში, ეს იყო პრაქტიკულად თვითლუსტრაცია, რაც განახორციელა გუშინ სასოწარკვეთილმა გვარამიამ თავისი სიზმრების დემონსტრირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.