16 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ მოეხდინა ბინძური პროვოკაცია, მათ შორის, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საპატიმროში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა სიმულირებულია და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ კერძო კლინიკაში გადაიყვანონ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი რევოლუცია და პროვოკაცია იყო.

"რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ მასკარადს და თეატრს, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ მისი მცდელობა, ის შოუ, რაც მან დადგა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რაიმენაირად გადასულიყო კერძო კლინიკაში. ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი და შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ის ბინძური პროვოკაცია, რომელიც ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა. რაც შეეხება თქვენს რეპლიკას, ჩაგვბარდა კი არა, ჩვენ დავიჭირეთ ის,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები