16 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
დღეს ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა - ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილმა კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი განაცხადა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, როსტომ ჩხეიძემ განაცხადა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდდენტი მოინახულა. საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ლიზა იასკომ და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. 

"მე დღეს ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. მისი მომავალი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და არჩევნებზე. მე უკრაინელი ვარ, ხმას ვერ ვაძლევ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ხმები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის არ დაიკარგოს. 

ადრე მინის მიღმა ვკონტაქტობდით, მაგრამ წერილების გაცვლის შესაძლებლობა გვქონდა. ახლა ესეც არ გვაქვს, არსად წერია, რომ ეს ნებადართული არ არის. თუ ადვოკატებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა, ეს უფლებების სერიოზული დარღვევაა და ის სწორედ ამას აპროტესტებს. 

კონსილიუმმა თქვა, რომ მას ესაჭიროება ისეთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მაღალტექონოლოგიური აღჭურვილობებია. რატომ არავინ არაფერს აკეთებს?!"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. 

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ წერილების გაცვლის შესაძლებლობა აღარ არის და პენიტენციური სამსახური ადვოკატის და ბრალდებულის უფლებებს არღვევს.

"ვცდილობთ ისე ვიკონტაქტოთ, რომ საადვოკატო საქმიანობის ნაწილი არავისთვის არ იყოს გასაგები. ფურცელზე ვწერთ ტექსტს ისე, რომ კამერებმა ვერ დაინახონ, ახლა კი ადგნენ და ბადე გააბეს. ასეთ შემთხვევაში ადვოკატის და კლიენტის კონფიდენციალურობას არ იცავს სპეციალური სამსახური, რაც იმას ნიშანავს, რომ ჩვენი შეხვედრა ყველასთვის სმენადი და ხილვადი უნდა იყოს,"- აცხადებს ადვოკატი. 

დღის ამბები