პატიმრობის და შიმშლობის 29-ე დღე - მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა კონსილიუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა: ის აღარც მედიკამენტებს მიიღებს. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება მიხეილ სააკშვილის ინტერესების დამცველმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
გიორგი გელხაურმა მედიასთან წაიკითხა წერილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მას ციხიდან გამოატანა:
"აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან ერთადერთი მიზნით - არჩევნებამდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და, სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია.
დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მედიკამენტებს და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს. ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე, გთხოვთ, დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყველა ადამიანის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გთხოვოთ, ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან, რათა ერთად დავიცვათ ხმები."