რუსთავის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ნინო ლაცაბიძემ, "დღის კურიერის" ეთერში ქალაქის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დაპირებები რაც მის გუნდს აქვს, სრულად თანხვედრაშია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებთან. ხოლო, "ნაციონალური მოძრაობის" დაპირებებს კი, ცრუ უწოდა.
ნინო ლაცაბიძემ, კონკურენტ დავით კირკიტაძეზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მთელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ცდილობდა, შეცდომაში შეეყვანა მოსახლეობა. მისი მთავარი მესიჯი და მოწოდება ამომრჩევლების მისამართით კი არის - "დავასრულოთ "ნაციონალური მოძრაობა".
"ხვალ მნიშვნელოვანია დღეა, ის გამარჯვება, რომელიც მთელს ქვეყანაში პირველ ტურში მოვიპოვეთ, როდესაც 47% ავიღეთ, აუცილებელია ბოლომდე მივიყვანოთ. დარწმუნებული ვარ, ხვალ გამარჯვებას ვიზეიმებთ. სამწუხაროა, რომ ჩვენ ძალიან უთანასწორო საარჩევნო კამპანიაში მოგვიწია მონაწილეობა. არც ერთ პარტიას არ ჰქონდა ქალაქზე ორიენტირებული გეგმა და ისეთი ხედვა, რომელზეც ჩვენც შევეჯიბრებოდით, როგორც გუნდი. "
ნაციონალური მოძრაობა" მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცდილობდა, შეცდომაში შეეყვანა მოსახლეობა და ისინი აპირისპირებდნენ რუსთაველებს ერთმანეთთან. დავით კირკიტაძე ცრუ დაპირებებითა და ცრუ ბრალდებებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომელიც მან ძალიან სასაცილოდ აიგდო, იყო ლიფტების საკითხი.
შიძლება ეს მისთვის მართლაც არის სასაცილო, იმიტომ, რომ არც რუსთაველია და არც რუსთავში არსებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი ლიფტებით სარგებლობს. დამიჯერეთ, ეს მართლაც ის საკითხია, რაც რუსთაველებს აწუხებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, არ გადავუხვიოთ მთავარი გზიდან, რომელიც ქალაქის განვითარებისკენ არის მიმართული. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ დავასრულოთ "ნაციონალური მოძრაობა" რუსთავში,"- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.