საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ექს-პრეზიდენტს ურჩევს თავს მიხედოს, იკვებოს კარგად და მიიღოს წამლები.
"ბატონო მიშა, მიიღე წამლები და იკვებე, იყავი კარგად, 6 წელი დიდი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა. ქართველებს აღარ უნდათ "ნაციონალური მოძრაობა" ქართველებს აღარ უნდათ მიშა. ყველა პატიმარი უნდა იყოს კარგად მათ შორის სააკაშვილიც,"- აცხადებს თეა წულუკიანი.