27 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
"ახლა ოჯახთან ერთად ვდგავარ თქვენ წინაშე ღირსებით და ხვალ ერთად მინდა გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე" - იოსებ ხახალეიშვილმა ამომრჩეველს მიმართა

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ქუთაისიდან ამომრჩეველს ოჯახთან ერთად მიმართა. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მისმა ოჯახმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდიანრეობისას ბევრი შეურაცხყოფა აიტანა : 

"თუმცა ეს წვრილმანია ამ ქალაქის ისტორიისთვის და ეს ასეც უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ღირსებით გავიარე ეს გზა და ჩემი შვილების და ოჯახის სიმტკიცემ გამაძლიერა სწორედ. ამიტომაც, დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე ჩემს ოჯახთან ერთად, ქუთაისში, სადაც ოჯახი განსაკუთრებით იგივდება სამშობლოსთან, სიყვარულთან და მომავალთან....

...ახლა ოჯახთან ერთად ვდგავარ თქვენ წინაშე ღირსებით და ხვალ ერთად მინდა გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე," - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღის ამბები