პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა.
დიდი მადლობა, ყველას გილოცავთ გამარჯვებას ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა. მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. მადლობა ყველაფრისთვის ჩვენს ხალხს. მადლობა უფალს, დღეს ძალიან მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.