16 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
52 საერთაშორისო ორგანიზაცია და 1 102 უცხოელი დამკვირვებელი - არჩევნების მე-2 ტური კვლავ დასავლეთის დაკვირვების ქვეშ მოექცა

52 საერთაშორისო ორგანიზაცია და 1102 უცხოელი დამკვირვებელი - თვითმმართველობის მე-2 ტურის არჩევნები კვლავ დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. 

მხოლოდ 26 სადამკვირვებლო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოდის. დღეს ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები თავად ესტუმრნენ საარჩევნო უბნებს და დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცედურებს.

ეუთო/ოდირი კი თავის პირველ შეფასებას ხვალ გამოაქვეყნებს, რამდენიმე კვირაში კი საბოლოო ანგარიშს წარადგენს 30 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, საბოლოო ანგარიშს რამდენიმე კვირაში წარადგენენ. დამკვირვებელთა ძირითადად, გუნდი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 26 აგვისტოს ჩამოვიდა. ისინი აკვირდებოდნენ პირველ და მეორე ტურში როგორც წინასაარჩევნო პროცესს, ისე არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცედურებს.

ახლა სადამკვირვებლო ჯგუფები დააკვირდებიან ხმის დათვლის პროცესს, მათ საბოლოო ანგარიშს კი ელოდება როგორც საზოგადოება, ისე პოლიტიკური სპექტრი. 

დღის ამბები