16 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
მოახდენს თუ არა გავლენას მათ მიერ აღმოჩენილი დარღვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე - "კურიერის" კითხვას ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა უპასუხა

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის  პირველადი დასკვნის წარმოდგენისას "რუსთავი2"-ის კითხვა შეეხებოდა იმას, მოახდენს თუ არა რაიმე ტიპის გავლენას მათ მიერ აღმოჩენილი გავლენები არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

კითხვის პასუხად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა, რომ მათი თანამონაწილეობა  საარჩევნო პროცესში დაკვირვებით შემოიფარგლება და გასცემენ გარკვეულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას წაადგება:

"ვერ გავზომავთ, თუ რამდენად დიდ გავლენა მოახდინა დარღვევებმა არჩევნების საბოლოო შედეგებზე, თუმცა ხარვეზებმაც დიდი გავლენა იქონია საარჩევნო გარემოზე, კამპანიაზე და პოლიტიკურ დისკურსზე. ერთ-ერთი რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ უკვე გაცემულია, რომ მოხდეს არსებული ვარაუდების გამოძიება.

ჩვენი ორიენტაცია არჩევნების დაკვირვებაზე მიზნად ისახავს მთლიანი პროცესის შეფასებას და მის გაზომვას საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ, ამის შემდეგ ვაძლევთ რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლებას, თუ რამდენად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს სხვადასხვა საარჩევნო ასპექტი, ჩვენ ვნახეთ დადებითი მხარეებიც, საკანონმდებლო რეფორმები, საარჩევნო ადმინისტრაცია იყო ძალიან კომპეტენტური არჩევნების ჩატარებისას, კარგად ადმინისტრირებული, უფრო მეტი უთანასწორობები არის მაგრამ ადგილობრივ დონეზე. ჩვენი სადამკვირვებლო მისიები ხელს უწყობენ დემოკრატიულ პროცესებს, შემდეგ უკვე ქვეყანაზეა დამოკიდებული, რამდენად იმოქმედებს ჩვენი რჩევის შესაბამისად," - განაცხადა ალბერტ იონსონმა.

დღის ამბები