16 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
"ჩემი პირველი სამუშაო დღე დაიწყება თანამშრომლებთან შეხვედრით" - თელავის არჩეული მერი ლევან ანდრიაშვილი  გეგმებზე საუბრობს

დიდი სხვაობით გაიმარჯვა "ქართული ოცნების" კანდიდატმა თელავში - საუბარია დაახლოებით 13%-იან განსხვავებაზე, არჩეული მერი ლევან ანდრიაშვილ უკვე გეგმებზე საუბრობს. 

სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც მუშაობას გუნდთან ერთად ლევან ანდრიაშვილი უფლებამოსილების მიღებისთანავე დაიწყებს.

"ჩემი პირველი სამუშაო დღე დაიწყება თანამშრომლებთან შეხვედრით, დაისახება სამომავლო მიზნები. წლის ბოლოა და მისაღები არის შემდეგი წლის ბიუჯეტი. განსახილველია სხვადასხვა პროექტები, გამოვყოფდი მაგალითად, ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვადასხვა საკითხებს. თანაბრად მნიშვნელოვანი  საკითხებია განსახილველი. ამაში იგულისხმება როგორც თელავში, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სხვადსხვა სოფლებში სანიაღვრე არხების მოწყობა, გზების საფარის მოწესრიგება, განათების მოწესრიგება და ა.შ.“ - ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "”ქართული ოცნებიდან" ლევან ანდრიაშვილი. 

დღის ამბები