"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს და პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ის ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.
"მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ სკამი მდომებოდეს ან რამეს გავქცეულიყავი. ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე ვტოვებ პარლამენტს, რომ გავაგრძელო თქვენთან ერთად ქუჩაში ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის,"- განცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილები თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგებს აპროტესტებენ.