16 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ხმების მიტაცება ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ამას მთავრობა ამბობს, ოქსიმორონია და ძალიან სულელურად გამოიყურება - იაგო ხვიჩია

კახა კალაძის კუთვნილიბიულეტენების ნიკანორ მელიას ხმებში აღმოჩენის ფაქტს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან ამის მტკიცება ოქსიმორონია. 

"ხმების მიტაცება ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ამას მთავრობა ამბობს, ოქსიმორონია და ძალიან სულელურად გამოიყურება. 

მე პირიქითაც ვიცი, "ქართულ ოცნებას" სხვადასხვა უბნებზე გადათვლისას რამდენიმე ხმა ნიკა მელიასაც მოემატა და რამდენიმე კახი კალაძესაც, თუმცა ეს არცერთ შემთხვევაში არსებითად არაფერს ცვლიდა,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები