16 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ფრაქცია "ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ფრაქცია "ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა  "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ჩვენ დღეს გამოვაცხადეთ პოლიტიკური ბოიკოტი, რაც უკავშირდება ხელისუფლების დამოკიდებულებას მიხეილს სააკაშვილის მიმართ.

ჩვენ მოტივირებული ბოიკოტი გვაქვს, ხელისუფლების დამოკიდებულება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

თუ ხვალ ჩაინიშნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსმენა, ჩვენ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას. 

თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდება მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ამაში ჩვენ ვიქნებით დარწმუნებულები, შემდგომ მოქმედების გეგმას ნამდვილად განვიხილავთ,"- განმარტავს სალომე სამადაშვილი. 

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში იმ დრომდე, სანამ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვას.

დღის ამბები