შიმშილობის პირველი დღე პარლამენტში - მიხეილ სააკაშვილის პროტესტს დღეს ელენე ხოშტარიაც შეუერთდა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, დეპუტატი პარლამენტის შენობაში იწყებს შიმშილობას. მან ადგილზე ჩემოდანი უკვე მიიტანა.
გადაწყვეტილება "დროას" ლიდერმა, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გამოაცხადა. ელენე ხოშტარიასთან ერთად, ამ დროს პარლამენტში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე, რომელიც შიმშილობის აქციას დაგეგმილი საქმეების გამო არ უერთდება.
"მე გადავწყვიტე, პარლამენტში, შენობაში, რომელიც არ არსებობს და რომელიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, დავიწყო შიმშილობა. ჩემი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, სხვა შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის რისკები დიდია. როდესაც ექიმები იტყვიან, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მე შიმშილობას შევწყვეტ,"- აცხადებს პარტიის "დროა" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია.
პროტესტის უკიდურეს ფორმას, იგივე მოთხოვნით, ელენე ხოშტარიასთან ერთად, "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი ირაკლი გოგიუაძეც იწყებს.