03 მაისი 2024,   18:39
ვრცლად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ინდური წარმოების ვაქცინა "კოვაქსინი" დაამტკიცა

249 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. მონაცემების რეკორდულად მატების გამო მომდევნო კვირიდან 3 თვის განმავლობაში ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

სექტემბრის შემდეგ ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც COVID-19 10 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. თურქეთში კი Pfizer-ის ვაქცინით აცრილები ბუსტერ დოზის მიღებას შეძლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ინდური წარმოების ვაქცინა "კოვაქსინი" დაამტკიცა.

დღის ამბები