ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას განაგრძობს. "დროას" დამფუძნებლის მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
ხოშტარიას თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ სხვებიც გამოთქვამენ შიმშილობის სურვილს, რაც სასურველი არ არის.
"ვაგრძელებ შიმშილობას, გეგმა ვერ შეიცვლება მანამ, სანამ პრეზიდენტს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და არ იქნება მისი ჯანმრთელობის გარანტიები. ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან დიდი რისკი და ეს არის ასევე, კანონის მოთხოვნა.
ეს პროტესტის ფორმა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. მე არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას.
ყველას დღეს აქვს თავისი ფუნქცია ბრძოლის. ახლა მთელი ოპოზიცია თუ დაჯდება და იშიმშილებს, ეს იქნება უკიდურესი სიბრიყვე," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.