ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთი და ბელარუსი ერთობლივი ეკონომიკური სივრცის გადატვირთვას იწყებენ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სამოკავშირეო სახელმწიფოს ერთიანი მედიაჰოლდიგნის შექმნაც შესთავაზა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით 2021-2023 წლებისთვის შემუშავდა პაკეტი, რომელიც 28 პროგრამას მოიცავს.
ონლაინ შეხვედრაზე ლიდერებმა სამხედრო დოქტრინა დაამტკიცეს, რომლის მიხედვით, მხარეები რეგიონული საჯარისო დაჯგუფების გაძლიერებას გეგმავენ. ბელარუსის პრეზიდენტის შეფასებით სამოკავშირეო სახელმწიფო მინსკისთვის "პრიორიტეტების პრიორიტეტია."