ციხიდან მორიგი წერილია - მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ცვლილებებისთვის მზადაა.
პატიმარი მხარდამჭერებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს თანაც ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - ბექა პატურაშვილი უფრო ვრცლად გვეტყვის რას წერს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი.
"დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზად არის ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუციას. მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას. როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს. მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ თბილისში და არ დავუშალოთ. შაბათის აქციაზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა - რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არც ერთი ეს, არ გახლავთ თვითმიზანი," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ კი, ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დასუსტებული და უჩვეულოდ არაენერგიული.