16 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
სასჯელაღსრულების #12 დაწესებულებაში "სასწრაფოს" ბრიგადის შესვლის შესახებ პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესდა სიმართელს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"პენიტენციური სამსახური: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო №12 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შევიდა,"- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

 "იმ დროს, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა ვიზიტორებს, №16 დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს №12 დაწესებულების მომიჯნავედ, მიმდინარეობდა გეგმური რევაქცინაციის პროცესი.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული დაწესებულებების ცენტრალური შესასვლელი არის ერთი ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ ფაქტის გამოყენება სურდათ გარკვეულ მედიასაშუალებებს მორიგი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის დაწესებულებაში დილიდან ხვდება ვიზიტორებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი,"- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები