19 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
ესპანეთის ქალაქ პალმაში მდებარე აეროპორტში ათობით რეისი შეფერხდა

ესპანეთის ქალაქ პალმაში მდებარე აეროპორტში ათობით რეისი შეფერხდა.

მიზეზი 24 მგზავრის მიერ აეროპორტიდან გაქცევისა და მიგრაციის მიზნით ქვეყანაში არალეგალური შეღწევის მცდელობა იყო.

აეროპორტის მუშაობა ოთხი საათის განმავლობაში შეჩერდა,  მგზავრები მაროკოდან თურქეთისკენ მიფრინავდნენ. თვითმფრინავი ქალაქ პალმაში მას შემდეგ დაეშვა, რაც საგანგებო სამსახურში მგზავრისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შესახებ ცრუ შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის დაკავებულია 12 ადამიანი, 12 გაქცეულ მგზავრს კი ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები